აშშ-ში საფერავის III ფესტივალი „საფერიკა” გაიმართა – ამერიკაში ქართული ღვინის საშუალო ფასი $6.15-ია

აშშ-ში საფერავის III ფესტივალი „საფერიკა” გაიმართა – ამერიკაში ქართული ღვინის საშუალო ფასი $6.15-ია

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციის „საფერიკა“ ორგანიზებით, ნიუ-იორკის შტატის ფინგერ ლეიკსის რეგიონში საფერავის ორდღიანი ფესტივალი „საფერიკა“ გაიმართა.

სააგენტოს ცნობით, ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული საფერავის ჯიშის ღვინოები, როგორც საქართველოდან, ისე ფინგერ ლეიკსის რეგიონიდან. აღსანიშნავია, რომ ნიუ-იორკის შტატში, ფინგერ ლეიკსის რეგიონში, უკვე 60 წელია, ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს საფერავისა და რქაწითელის ჯიშების ყურძენი აქვთ გაშენებული და მსოფლიოში ცნობილი ქართული ვაზის ჯიშის ღვინოებს აწარმოებენ.

ფესტივალზე მოწვეული იყვნენ „საფერიკას“ ღვინის ექსპერტები, ღვინის ინდუსტრიის, HoReCa სექტორისა და მედიის წარმომადგენლები და ღვინის მომხმარებლები.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო, გასცნობოდნენ ქართულ სამზარეულოს, მიეღოთ ინფორმაცია როგორც საფერავის და ზოგადად, ქართული ვაზის ჯიშების, ასევე საქართველოსა და ქართული მეღვინეობის 8 ათასწლიანი ისტორიისა და კულტურის შესახებ.

“ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული კომპანიის Colangelo&Partners ორგანიზებით, ფესტივალს იმპორტიორების, დისტრიბუტორების და სომელიეების ჯგუფი დაესწრო, ხოლო კომპანიის Colangelo&Partners ქართული ღვინის პოპულარიზაციის კამპანიის მენეჯერმა მერიონ ჰელუიმ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვე ინდუსტრიის შესახებ პრეზენტაცია გამართა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია „საფერიკა“ 2022 წელს, აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანია აშშ-ის მასშტაბით ქართული ყურძნის ჯიშების, მათ შორის, საფერავის და ქართული ღვინის სახეობების პოპულარიზაცია. ფესტივალი „საფერიკაც“ პირველად 2022 წელს ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, რომელიც ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია – ერთი ლიტრის ქართული ღვინის საშუალო ფასი 6,15 აშშ დოლარია. შესაბამისად, აშშ-ში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება; ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება. აღნიშნულმა აქტივობებმა უზრუნველყო ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის ზრდა აშშ-ის ბაზარზე; მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 486 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება. აშშ ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მე-6 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…